საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
tamashebi [112]
kinoebi [30]
cs amx [6]
caunter-strike [2]
video [2]
klipebi [1]
musikebi [3]
sasaciloebi [5]
mobiluristvis [1]
cs skinebi [1]
cs logoebi [5]
anekdotebi [12]
leqsebi [1]
poto gamocanebi [7]
xelovneba [4]
cs mapebi [3]
serialebi [1]
cfg [3]
sporti [1]
programebi [22]
happy new year [9]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
romeli adminia magari?
სულ პასუხი: 134
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ხუთშაბათი, 25.04.2024, 05:08
მოგესალმები სტუმარი

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » leqsebi

vaja fshavela
16.11.2010, 14:16
ვაჟა-ფშაველა

ბიოგრაფია

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)
(14 ივლისი, 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― † 17 ივლისი, 1915, თბილისი)

„...მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით.
დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...
წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე..."
„მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით". ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა...

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები...


შემოქმედება

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია ("მუდარა", 1889; "დამსეტყვე, ცაო", 1903; "სიცოცხლემ შხამი მასმია", 1903 და სხვა).

ვაჟა-ფშაველა - დამონებული ხალხის შვილი - მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე ("ომის წინ ჯარის სიმღერა", 1888; "ხმა სამარიდამ", 1893; "ბაკური", 1899; "ქართლს", 1912; "კახეთს", 1913; "ფშაველი ჯარისკაცის წერილი", 1914 და სხვ.)

ვაჟა პიროვნული სრულყოფის, "კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ("კაი ყმა", 1909; "პასუხი ბაჩანას", 1913 და სხვ.) ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის ("ფშავლის სიყვარული", 1886; "სიყვარული", 1891; "გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ", 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე ("ნიბლიას ანდერძი", 1891; "იას უთხარით, ტურფასა" 1903)

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა.
ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა
(ა. წერეთლის ცნობილი ლექსი "ვაჟა-ფშაველას", 1913 და ვაჟა-ფშაველას "დაგვიანებული პასუხი აკაკის", 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს...

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები "ფშავლები", "ფშავლების ცხოვრებიდან", "ხევსურები" (1886), "ლაშქრობა" (1888), "ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით" (1889), "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვები.

ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე...
მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი…
კატეგორია: leqsebi | დაამატა: Nikooo
ნანახია: 6358 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 4.3/15
სულ კომენტარები: 3
3 luka  
0
dadadada

2 tako-97  
0
sxva saitze naxe

1 salome  
0
vaime leqsebi ver vipove ra ubedureba vaja fvashelas leqsebimitxari ra rogor vnaxo :D :D :D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
Block title
Block title