სტატისტიკა |
---|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
ოთხშაბათი, 22.01.2025, 07:21 მოგესალმები სტუმარი
ფაილების კატალოგი
smile
| 16.11.2010, 14:10 |
* * *
ტელეფონის ზარი:
– ალო! ეს ფოტომოდელების სააგენტოა?
– დიახ.
– მოდელებს რამდენს უხდით?
– კარგად ვუხდით, მაგრამ მხოლოდ 90–60–90 პარამეტრის მოდელებს ვიღებთ.
– ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, ჩემი ყველაფერი ემთხვევა – სიმაღლეც, ასაკიც და წონაც...
* * *
ცოლი და ქმარი პარკში სეირნობს.
– ძვირფასო, გთხოვ, შეეცადე ისეთი სახე მიიღო, თითქოს უზომოდ ბედნიერი ხარ, – ეუბნება ცოლი ქმარს.
– რატომ?!
– ჩვენსკენ რომ კაცი მოდის, ჩემი პირველი ქმარი იყო.
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:
– დიდი ხანი არ არის რაც ცოლი მოვიყვანე და უკვე შევწუხდი, სულ ჯიჯღინებს, სულ უკმაყოფილოა, სულ ფულს ითხოვს! შენ როგორ გაქვს საქმე?
– ნორმალურად. როგორც კი ცოლი მოვიყვანე, მაშინვე ვაჩუქე წიგნი "ოჯახის ბიუჯეტის ეკონომია".
– მერე, გიშველა?
– ჰო, უკვე მესამე დღეს სიგარეტის მოწევას თავი დავანებე!
* * *
– გოგონი, დამიჯერეთ, მთვრალი არ ვარ, თქვენ მართლაც ლამაზი ხართ!
– ვინაა შენი გოგონა, პატრული ვარ!
* * *
გამომძიებელი დაკავებულისგან ჩვენებას იღებს. დაკავებული სიგარეტს მოუკიდებს.
– პაპიროსს ეწევით? – ეკითხება გამომძიებელი.
– ვეწევი, მერე რა?
– ნარკომანი ხარ?
– არა, საიდან მოიტანეთ?
– პაპიროსისგან მოსახერხებელია მოსაწევის გაკეთება. ასეთი ჩვევები ბევრ რამეზე მეტყველებს.
დაკავებული გამომძიებელს შეხედავს და სკამთან ერთად რაც შეიძლება უკან გაჩოჩდება.
– ეს რატომ გააკეთეთ? – ეკითხება გაკვირვებული გამომძიებელი
– თქვენ საწერ–კალამს ხშირად იდებთ პირში!
– მერე რა?
– ასეთი ჩვევები ბევრ რამეზე მეტყველებს.
* * *
მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:
– ამგვარად, ბრალდებულო, განგვიმარტეთ, ნადირობის დროს რატომ ესროლეთ თქვენ მეგობარს?
– მე ის შველი მეგონა.
– როდის მიხვდით საკუთარ შეცდომას?
– როდესაც შველმა სროლითვე მიპასუხა!
* * *
ზედამხედველი პატიმარს ეუბნება:
– თქვენი ცოლი მოვიდა თქვენთან პაემანზე.
– ვაპროტესტებ, განაჩენში ასეთ პუნქტი ჩაწერილი არ ყოფილა!
* * *
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მამას ეუბნება:
– მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში პატარა მშობელთა კრებაა.
– რას ნიშნავს – პატარა მშობელთა კრება?
– მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით მხოლოდ.
* * *
რესტორანში მომხიბვლელი გოგონა მარტო მყოფ მამაკაცს მაგიდასთან მიუჯდება და ეუბნება:
– ამ მოღრუბლულ, ცივ საღამოს მარტოხელა ქალის გათბობას ხომ არ ინებებდით?
– ოფიციანტ! ორი ორას–ორასი მოგვიტანეთ!
* * *
ნადირობის დროს:
– შეხედე, შენი ძაღლი ერთი მეორის მიყოლებით მოათრევს იხვებს, – ეუბნება ერთი მონადირე მეორეს.
– ეგ რა არის, შენ დათვებზე ნადირობის დროს უნდა ნახო!
* * *
ბიჭი გოგონას ურეკავს:
– ალო, ძვირფასო, რომელი უფრო მეტად გიყვარს ბანანი თუ ატამი?
– შენ რა, ბაზარში ხარ?
– არა, აფთიაქში.
* * *
ახალგაზრდა მამაკაცი მკითხავს თხოვს მომავალი უწინასწარმეტყველოს. მკითხავმა ბანქოს ქაღალდი გაშალა და ეუბნება:
– გაფრთხილებ, გზაზე ერთი კაცი გადაგეღობებათ.
– თქვენ ჯობია ის კაცი გააფრთხილოთ, მე ტაქსის მძღოლი ვარ.
* * *
ჯარისკაცი ოფიცერს მოახსენებს:
– ბატონო ოფიცერო, მანქანა არ იქოქება.
– არა უშავს! წავიდეთ, მერე დაქოქავ.
* * *
ქმარს მეუღლის კალთაში უდევს თავი. ცოლი თმებზე ეფერება, შემდეგ სათვალეს მოხსნის და ნაზად ეუბნება:
– ძვირფასო, სათვალის გარეშე შენ იმ ვაჟკაცს გავხარ, რომელსაც ცოლად გავყევი.
კაცმა ცოლს ახედა და პასუხობს:
– იცი რა, სათვალის გარეშე შენც ლამაზად მეჩვენები!
* * *
მეთაური ჯარისკაცებს უბრძანებს:
– ასე! ამოთხარეთ აქ, აქ და აქ! მე კი წავალ და გავიგებს, სად უნდა ამოვთხაროთ...
გაზიარება
|
კატეგორია: anekdotebi | დაამატა: Nikooo
|
ნანახია: 1315 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|